გინდათ გახდეთ ბარმენი ბევრი აზრი მსმენია როგორი მენტალიტეტი უნდა ჰქონდეს ბარმენს ,რომ გახდეს კარგი ბარმენი. ძირითადა ისინი ადამიანის ფსიქოლოგიას ეხება და ძალიან რთულია შესასრულებლად!მაგრამ ჩემი აზრით ყველაფერი გაცილებით მარტივადაა: თუ თქვენ არ გაქვთ არც სასმელების და არც კოქტეილების არანაირი ინტერესი , ან არ გსიამოვნებთ კოქტეილის მომზადება და მიწოდება,და არც სტუმრების დახვედრა და მისალმება ან საერთოდ არ ხართ კომუნიკაბელური და არ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და ამას გარდა თქვენ ვერ იტანთ ფეხზე დგომას (შეიძლება 8-საათი ან უფრო მეტიც) მაშინ მე დანამდვილებიდ შემიძლია გითხრათ რომ ბარმენობის პროფესია თქვენთვის არა არის.ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ თქვენი საქმისადმი ინტერესი და ფიზიკურ დატვირვასაც გაუძლებთ მაშინ,უზადო შრომით და საქმისადმი ერთგულებით თქვენ მიაღწევთ დიდ შედეგებს და თვქენ არ ინანებთ არჩეულ პროფესიას. ბარმენის თანამდებობის განსაზღვრა ბარმენი არის ადამიანი რომელსაც მოჰყვას ექსპლუატაციაში ბარი დაწესებულების შინაგანაწესისის მიხედვით.ბარმენი ესალმება თავის სტუმრებს,ეხმარება მათ და აწვდის სათანადო იფორმაციას,იღებს და ასრულებს მათ შეკვეთებს. არის ორი მნიშვნელოვანი რამ,რაც უნდა გავითვალისწინოთ ეს არის ბარის რენტაბელურობა და სტუმრის სიამოვნება,ბარმენი თვალ-ყურს ადევნებს იმ სასმელებს რომელიც ბარში მიეწოდება (გავითვალისწინოთ სტუმრების გემოვნებაც)ბარმენის მიერ ან მის დამხმარეების მიერ,აქვე უნდა ავღნიშნოთ ჰიგიენის ნორმები,უსაფრთხოება.დაწესებულების წესების თანახმად,ბარმენის მოვალეობაში შედის აგრეთვე სასმელების მომარაგება ანუ რამდენი რაა საჭირო რომ,მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია მომარაგებას.ბარის ინვენტარის მოვლა და მოფთხილება,და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ადგენს ბარის რუქას (კოქტეილების სიას) ბარმენის მოვალეობაში შედის აგრეთვე ბოთლების სწორი განლაგება თაროებზე,ბარის აქსესუარების სწორი გამოყენება,და მათი სისუფთავეში ქონა.ბარმენი აკონტროლებს ჭურჭლის მარაგს, ატარებს ინვენტარიზაციას როგორი უნდა იყოს ბარმენი ბარმენმა კარგად უნდა იცოდეს სასმელების მიწოდების წესები და ბარის ინვენტართან მოპყრობა,იგი ვალდებულია კარგად იცოდეს ყველა კლასიკური კოქტეილი,მათი შემადგენლობა და ვარიანტები,აგრეთვე დაწესებულების საფირმო კოქტეილები.ბარმენებისთვის მნიშვნელოვანია სასმელების ცოდნა ეს დაეხმარება ბარის მომარაგებაში და ბარის რუქის შედგენაში. კარგი ჯანმრთელობა სავალდებულოა ბარმენისთვის,ის უნდა მუშაობდეს სწრაფად უშეცდომოდ და ყოველთვის იყოს თავაზიანი სტუმრებთან. ბარმენს უნდა გააჩნდეს პასუხისგებლობის გრძნობა,სამუშაო დროს და ადგილზე ბარმენს ეკრძალება ალკოჰოლის მიღება მაგრამ ამვდროულად ბარმენმა უნდა იცოდეს ყველა იმ სასმელის გემო რომელსაც სთავაზობს სტუმრებს,და საჭიროების შემთხვევაში სტუმარს გააკეთებინოს არჩევანი. სამუშაო ადგილზე არ შეიძლება სგარეტის მოწევა ბარმენისთვის.ბარმენი ვალდებულია ყოველთვის იყოს სუფთათ და აკურატულად ჩაცმული და გაპარსული,მისი ფეხსაცმელებიც მუდამ უნდა იყოს სუფთა,ჯიბეებში არ უნდა ედოს ზედმეტი ნივთები,რაც იწვევს ტანსაცმლის დეფორმირებას,ბარმენის ხელები ყოველთვის უნდა იყოს წესრიგში,და თუ სარგებლობს ოდეკოლონით,სასურველია მცირე დოზით დასხმა.ბარმენს არ უნდა ჰქონდეს ბევრი სამკაული ბარმენს უნდა ჰქონდეს კარგი მანერები და ეტიკეტის წესებსაც უნდა ფლობდეს - არ უნდა ლაყბობდეს თავის თანამშრომლებთან - უნდა შეეძლოს სტუმრებთან ურთიერთობა და დიალოგის გაბმა,მაგრამ ყოველთვის იჭერდეს მასთან დისტანციას ; - შეეძლოს სასმლის დოზის შემცირება როცა სტუმარი საკმარისად მთვრალიაб,რომელიც შეიძლება საშიში იყოს ; - დაიცვას და პატივი სცეს სტუმრების კონფიდენციალურობას; -მძიმე სიტუაციებისას და პრობლემების დროს შესაძლო სიტუაციიდან გამოსავლის ნახვა ; - უნდა იყოს ხალისიანი,თავის დროზე ცვლიდეს საფერფლეებს,სთავაზობდეს სიგარეტზე მოკიდებას,დასამუშაო ადგილის მუდმივი დასუფთავება და ასე შემდეგ მაგრამ ამავდროულად ბარმენმა არ უნდა დაივიწყოს თვისი ღირსება შეკვეთის პროცესი სტუმრის მოსვლა როგორ უნდა დხვდეს ამ დროს ბარმენი? წერში გამართული და თავ აწეული ეს არის მოხერხებული და კარგი ბარმენის ნიშნები გამოხედვა წარმოიდგინეთ რაოდენ დამამცირებელია სტუმრისთვის უყურადღებო ბარმენის ყურადღღების მიქცევა, გამოხედვა ძალიან მნიშვნეოვანია სტუმრისთვის,ეს ნიშნავს რომ ეს სტუმარი შენიშნეს და მას შეუძლია წყნარად დაელოდოს შეკვეთის შესრულებას . სტუმრის მისალმება ნდობის ფაქტორი აღძრულია შეკვეთა სტუმრისგან შეკვეთის აღებისას ყოველთვის მის წინ უნდა იყოთ და არ შეიძლება ზურგის შექცევა(გარდა გამონაკლისებისა) რას დალევთ? ინფორმაცია აგრეთვე საჭიროა მენიუს მიწოდება ისე რომ სტუმარიმა უცბად მიაგნოს მისთვის საჭირო ინფორმაცას . ბარმენი ერთგვარი გამყიდველიც არის ზოგჯერ,ზოგიერთ ბარში ბარმენზეა ბარის რენტაბელურობა,რას ან რამდენს დალევს სტუმარი რას იტყოდით .....? თუ გნებავთ..... შემიძლია შემოგთავაზოთ... ხომ არ გნებავთ ჩვენი აფირმო კოქტეილის გასინჯვა? შეკვეთის გამეორება ზოგი სტუმრისთვის ე მომენტია როცა შეცდომას თავს არიდებს ანუ არ შეეშლება და იმას შეგიკვეთავთ რაც წინაზე დალია! არანაკლებ მნიშვნეოვანია რომ გემო გავდეს წინაზე დამზადებულ კოქტეილს . მოვამზადოთ და გავცეთ მნიშვნელოვანია როცა სტუმარი დალევს ბოლომდე სასმელს,არ ავაცალოთ ცარიელი ჭიქა!!!ამას ორი მიზეზი აქვს: იმის გამო რომ სტუმარმა შეიძლება თავი იგრძნოს სხვა სტუმრების თვალში უხერხულად ჩვენ არ უნდა ავაცალოთ მას ჭურჭელი!!!მანამ სანამ ის არ მიიღებს გამეორებულ შეკვეთას ,ახალ სასმელს ანდა არა გავა ბარიდან ჩვენ არ ვაცლით ჭიქას, ამას სხვა ნეგატიური მხარეც აქვს სტუმარმა/ბმა შეიძლება იფიროს/ონ რომ ბარში ჭურჭლის ნაკლებლობაა ანგარიში ანგარიშს ვაძლევთ მხოლოდ სტუმრის მოთხოვნის შემთხვევაში (არის გამონაკლისებიც) თუ მოითხოვა ანგარიში,ჩეკს აუჩქარებლად და დინჯად ვამზადებთ და ვაწვდით სტუმარს,გავითვალისწინოთ ისიც რომ ეს მთლად სასიამოვნო მომენტი არაა სტუმრისთვის. ზოგ შემთხევაში ამაზეა დამოკიდებული მობრუნდება კიდევ თუ არა ეს სტუმარი. დამშვიდობება პრობლემური-სიტუაცია პრობლემის დროს - გაიგეთ რაშია პრობლემის არსი,შემიძლია დაგეხმაროთ?რა მოხდა?. მიმართეთ ამ კითხვებით დარჩით ნეიტრალურები მაგრამ გაგებით მოკეიდეთ შექმნილ სიტუაციას.თქვენ უნდა შეძლოთ დაუმცირებლად მოიხადოთ ბოდიში სტუმართან და რაც მთავარია სხვას არ გადააბრალოთ არაფერი. - საჩიროა საუბრის სასიამონოდ დასრულება შემდეგი ფრაზით:ჩვენ ერთმანეთს მშვენივრად გაუგეთ და იმედია მელე გიხილავთ აქ. - იფიქრეთ ამ პრობლემაზე!ეს უნდა იყოს თქვენი ბარისთვის მაგალითი და შემდეგში არ განმეორდეს თუ ეს თქვენი ბარის ბრალია.ეს პრობელამ უნდა გახდეს თქვენი ბარისთვის პროგრესი.
ყველა ეს თვისება სავალდებულოა და საჭიროა ბარმენისთვის იმისათის რომ,ბარი იყოს რენტაბლური და შემოსავლიანი და სტუმარიც ნასიამოვნები!
მოსმენის კულტურა
მნიშვნელოვანია სტუმრის მოსმენა ისე რომ არ გააწყვეტინო სიტყვა.
სტუმრისთვის ძალიან მნიშვნეოვანია მიაწოდოთ სწორი ინფრმაცია თუ რა პროდუქტი გაქვთ ბარში,
გაყიდვის ცოდნა
დამშვოდობების დროს ისევე როგორც მისალმებისას თვალებში უნდა უყუროთ სტუმარს,ეს კიდევ უფრო მეტ ნდობას აღძრავს თქვენს შორის
თქვენ შეიძლება უზადოდო კარგი ბარმენი იყოთ მაგრამ პრობლემა მაინც წარმოიქმნება.სტუმარი ყოველთვის მართალია მაგრამ მისი მოთხოვნები უკვე პრობლემის ნიშანია . ამ შემთხვევაში სტუმარს უნდა ვაგრძნობინოთ რომ მისი პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ.
- შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ღიმილი – ყველზე კარგი იარაღია.უკმაყოფილო სტუმარს შევთავაზოთ ჩამოჯდომა (და რამე შევთავაზოთ დაწესებულების ხარჯზე).ფსიქოლოგიური მოენტია:ძნელია იჯდე და თან ნერვიულობდე:) .
- რეალური გამოსავალი შესთავაზეთ.